საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა თანამდებობიდან გადადგა. მისი თქმით, ხვალიდან ფედერაციას არჩევნებამდე მისი მოადგილე ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებს.
სიჭინავა აცხადებს, რომ მისი გადადგომის მიზეზი ერთ-ერთი კანდიდატის მხრიდან გაკეთებული განცხადებაა, რომ არჩევნებში არა მხოლოდ იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს.
"პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი აცხადებს, რომ არამარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს. ამიტომ, მე დღეს გადავდგები და კანონის მიხედვით ბატონი ჩივაძე ხვალიდან შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას. არანაირი ზეწოლა არ მომხდარა", - თქვა სიჭინავამ.