თბილისის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

http://globe-views.com

8 სექტემბერს, 23:00 საათიდან თბილისის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. ყაზტრანსგაზ თბილისის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, მარჯვენა სანაპიროზე, ვერის ხიდთან გაზგამანაწილებელ პუნქტ #48-თან არსებულ მაგისტრალურ ჭაში სამუშაოების მიზნით, გაზმომარაგება შეუწყდება: მთაწმინდის რაიონში: ბარათაშვილის ქ. 6/10, 8, 12, მარჯვენა სანაპირო #2, 2ა, გოგჩის, ათონელის, ორბელიანის, ტელეგრაფის, თავისუფლების მოედანი # 4, ლაღიძის, ვ.აბაშიძის, სულხანიშვილის, ფურცელაძის, ჭანტურიას, ქუთათელაძის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილის, ფხოვის, აბესაძის, ლესელიძის, აბოვიანის, დიუმას, ვერცხლის, ლერმონტოვის, ხანძთელის, აბანოს, სამღებროს, ბოტანიკურის, საიათნოვას, ხანძთელის, პუშკინის, ჩახრუხაძისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში: 1, 2, 3 და დიდი ხეივნის ქუჩების, გორგასალის ქ. 37, 39, 41 კორპუსების, გორგასალის შეს-ის კერძო სექტორის, ფირდოუსის, ახუნდოვის, გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს.

ისნის რაიონში: ქ. წამებულის ქ. 29, 45, ლუსინიანის, 300-არაგველების, 1 დოლაბაურის, შავსოფლის, იალბუზისა და მიმდებარე ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას.

ასევე გაზის მიწოდება შეეზღუდება სასტუმროებს - თბილისი-მერიოტი, ქორთიარდ მერიოტი, თორი, რედისონი, ეკონომიკის სამინისტროს, რუსთაველის და გრიბოედოვის თეატრს, კინოთეატრ რუსთაველს, საპატრიარქოს, კაზინო შანგრილას, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მუზეუმს, იუსტიციის სახლს, გორგასალის ქუჩაზე მდებარე შპს ჭრელ აბანოებს, ორთაჭალჰესთან – საცურაო აუზსა და სოკარის ცენტრალურ ოფისს, ქორწინების სასახლეს, ბოჭორმის ქუჩაზე სათნოებისა და გულმოწყალების სახლს, შარდენის ქუჩაზე არსებულ საზკვებისა და კომუნალურ ობიექტებს (6500-მდე აბონენტი). 

კომპანიის განმარტებით, გაზმომარაგება სამუშაოს დასრულებისთანავე, 9 სექტემბრის 11.00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.

კომენტარები