ტექნოლოგიები

HP 30 000 თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს

Getty

Hewlett-Packard-ი თანამშრომელთა 10%-ს ანუ დაახლოებით 30 ათას დასაქმებულს გაათავისუფლებს. ამის შესახებ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა მეგ ვითმანმა განაცხადა. 2015 წლის დასაწყისში HP-იმ 55 ათასი დასაქმებული უკვე გაათავისუფლა. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი თანამშრომლებს გაუარესებული გაყიდვების მაჩვენებლების გამო ითხოვს. კომპანია ამ გზით წლიურად $2.7 მილიარდის დაზოგვას გეგმავს. 

HP მომავალში ორად გაყოფას გეგმავს. პირველი ნაწილი კომპიუტერებისა და პრინტერების ბიზნესი იქნება, მეორე ნაწილი კი - ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროგრამების წარმოება. კომპანია უფრო მეტად კორპორატიულ და სახელმწიფო შესყიდვებში იქნება ჩართული. 

Hewlett-Packard-ს 300 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. დასაქმებულთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, გასული წლების მანძილზე კომპანიას მნიშვნელოვანი ინოვაციების მიღწევა და კორპორატიული მართვა საკმაოდ გაუჭირდა, ამასთანავე, დასაქმებულთა ანაზღაურების გაცემა და მათი სოციალური უზრუნველყოფა დაგეგმილზე ძვირი დაუჯდა. 

2012 წლამდე HP კომპიუტერების უმსხვილესი მწარმოებელი იყო, თუმცა მან ეს პოზიცია ჩინურ Lenovo-სთან დათმო. კომპანია ასევე კონკურენციის Apple-ისთვის გაწევაც უჭირს. 

კომენტარები