რეკლამა

პაატა რატიანი: როგორია უცხოეთში მკურნალობის ფასები

ჩვენ ვცხოვრობთ ახალი ტექნოლოგიების, ურბანიზაციის ეპოქაში, როდესაც ადამიანი უაღრესად დაჩქარებული ცხოვრების ტემპის პირობებში სულ უფრო მეტი გარე ფაქტორის ზემოქმედებას აწყდება. გარემოს დაბინძურება, კვების პროდუქტების ხარისხის შემცირება, ქრონიკული სტრესი, უმოძრაო ცხოვრების წესი - ეს ყველაფერი მთელ პლანეტაზე ადამიანთა ავადობის მაჩვენებლების ზრდის გამომწვევია. გამოჩნდა ე.წ. ცივილიზაციის დაავადებები (რაც არ ახასიათებდათ წინა თაობის ადამიანებს). ბევრი დაავადება საგრძნობლად გაახალგარდავდა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობაზე ზრუნვას, ჯანსაღი ცხოვრების წესს, პროფილაქტიკურ გამოკვლევებს ადამიანთა უმრავლესობა  არ იტარებს და ამაზე ფიქრს მხოლოდ სამედიცინო პრობლემების წარმოშობის მერე იწყებს. თუმცა შეიძლება ეს დამოკიდებულება ჩვენი სამედიცინო სფეროსადმი ტრადიციული უნდობლობითაც იყოს განპირობებული. ალბათ ამიტომაც ბოლო დროს სულ უფრო დამკვიდრდა საზღვარგარეთ მკურნალობის ჩატარების პრაქტიკა, უკეთესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით.

 უცხოეთში დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის გადაწყვეტილების მიღებისას ქართველი მოქალაქეებისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი მისი ფასია. უნდა გვესმოდეს, რომ თითოეული პაციენტის შემთხვევა ინდივიდუალურია და წინასწარ, მხოლოდ დიაგნოზით ან პრობლემის მოკლე აღწერით შეუძლებელია ზუსტი ფასის დაანგარიშება. მხოლოდ განაცხადის გაკეთების შემდგომ ხდება პაციენტის სავარაუდო მკურნალობის პროგრამის განსაზღვრა და მისი ღირებულების დადგენა. თუმცა, ეს არის წინასწარი კალკულაცია და ადგილზე პროგრამის ცვლილება გამოიწვევს ფასის კორექციას.

 სხვადასხვა ქვეყნებში სამედიცინო მომსახურების ფასები შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა ყველაზე მაღალი ფასი ყოველთვის ყველაზე მაღალ ხარისხს სულაც არ ნიშნავს. არსებობს დიდი რაოდენობა ისეთი ქვეყნებისა, სადაც სამედიცინო მომსახურების დონე, მკურნალობის ეფექტურობის კრიტერიუმებით, დიაგნოსტიკის სიზუსტით, ტექნიკური აღჭურვილობით, პაციენტის მხარისათვის კომფორტის ხარისხით არაფრით ჩამოუვარდებიან მსოფლიო მედიცინის ლიდერებს და ამასთან, ფასები მნიშვნელოვნად დაბალია.

 ყველაზე მოხერხებული და კომფორტული ფასების მხრივ ამ ეტაპზე თურქეთია. სტამბულის წამყვან კლინიკებში კონსულტაცია სპეციალისტებთან 100-200$. დიაგნოსტიკური პაკეტები 1000-4000 დოლარამდე მერყეობს, კომპიუტერული ტომოგრაფია 500-800 დოლარი. მაგნიტორეზონანსული კვლევა 900 დოლარი და ა.შ. თურქეთის მიმართულებაზე შესაძლებელია ინდივიდუალური ფასდაკლებების მიღწევა პარტნიორ კლინიკებთან. პაციენტები, რომლებიც ჩემი ხაზით ხვდებიან კლინიკებში, არიან უფრო დაცული ფინანსური კუთხით.

 დაახლოებით თურქეთის მსგავსი ფასებია ალტერნატიულ ევროპულ მიმართულებებში (ესპანეთი, იტალია, პოლონეთი). თურქეთზე უფრო იაფი მომსახურება შეიძლება იყოს ინდოეთში.

 უფრო ძვირია სამედიცინო მომსახურება ისრაელში, რომელიც გამორჩეული ქვეყანაა ჩვენს რეგიონში მედიცინის განვითარების კუთხით. თუმცა, განსხვავებით თურქეთისაგან, აქ არასამედიცინო მომსახურება (იგულისხმება ტრანსფერები, თარჯიმანი, პაციენტისა და თანმხლები პირების პატრონაჟი სრული ყოფნის განმავლობაში) ფასიანია და საკმაოდ ძვირია. ისრაელი უამრავ VIP-პაციენტს იღებს რუსეთიდან და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან - ბევრი ექიმი თავისუფლად საუბრობს სხვადასხვა ენებზე, მათ შორის რუსულადაც. ისრაელის კლინიკები ორიენტირდებიან კარგად გადამხდელ პაციენტებზე, ამიტომაც, მათი მაღალი კომერციალიზაციის გამო,  ეკონომია ძნელადაა შესაძლებელია.

ძვირია მკურნალობა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში - ისეთ ტრადიციული მიმართულებებში, როგორიცაა გერმანია და ავსტრია. სამედიცინო პერსონალის მომზადების დონე, კლინიკებში არსებული ტექნიკური საშუალებები - აპარატურა და ტექნოლოგიები ასევე უმაღლეს დონეზეა. მინიმალური დიაგნოსტიკური პაკეტი, არასამედიცინო მომსახურებასთან ერთად 4000-5000 ევროა. ევროპაში ფასს დიდწილად განსაზღვრავს ექიმის ჰონორარი. რაც უფრო მაღალია ექიმის სტატუსი, მით უფრო მეტია ჰონორარი. შეიძლება დავზოგოთ და ვიმკურნალოთ ნაკლები ცენზის, თუმცა საკმაოდ გამოცდილ სპეციალისტთან და გადავიხადოთ ნაკლები. გასათვალისწინებელია, რომ ევროპულ კლინიკებში ასევე მაღალია არასამედიცინო მომსახურების სერვისები. მაგალითად, თარჯიმნის ღირებულება საათში მინიმუმ 30 ევროა. გერმანული კლინიკები (ისრაელისგან განსხვავებით) არ ატარებენ კომერციალიზებულ მიდგომებს და სამედიცინო ტურის კარგად დაგეგმვის პირობებში უფრი ეკონომიურად შეიძლება მკურნალობა.

ძალიან ძვირია სამედიცინო მომსახურება აშშ-ში. უბრალოდ გაციების დროს ექიმის მონახულება 200-300$ ჯდება, სასწრაფოს გამოძახება კლინიკაში გადაყვანის მიზნით - 1500$. აშშ-ში ყოველწლიურად 20.000 ადამიანი იღუპება დაზღვევის არქონისა და მკურნალობის საფასურის ვერ გადახდის გამო. სამედიცინო სერვისების სიძვირის გამო, ამერიკელები სულ უფრო ხშირად მიემგზავრებიან უცხოეთში იაფი მკურნალობის მიზნით. ამგვარად, მათ შეუძლიათ დაახლოებით 40-60%-ის ეკონომია გააკეთონ.

პროფესიონალურ კონსულტაციაზე პაციენტები მიიღებენ დაწვრილებით ინფორმაციას მათი მსგავსი ქეისების ფასებთან დაკავშირებით. შევარჩევთ საზღვარგარეთ მკურნალობის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს, პაციენტის ინტერესებზე მორგებული პირობებით. 

 

კომენტარები