სააკაშვილის მოქალაქეობა

წულუკიანი: როცა სააკაშვილს საბუთი ექნება, შევუწყვეტთ საქართველოს მოქალაქეობას

ჩვენ ამჟამად უკრაინის ხელისუფლებისგან ველოდებით პასუხს, ნამდვილად მიიღო თუ არა მიხეილ სააკაშვილმა მოქალაქეობა და ეს ალბათ ასეც არის, იმიტომ, რომ ბატონი პოროშენკოს ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული მოქალაქეობის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება. თუმცა, უნდა გამოირიცხოს ყველანაირი რისკი, რომ ეს მოქალაქეობა არ შესულა ძალაში. იმიტომ, რომ, მოგეხსენებათ, ოდესის გუბერნატორი გამოირჩევა უცნაური განცხადებებით, რომლის საფუძვლიანობის შემოწმება არავის ძალუძს. ამიტომაც, როგორც კი დავრწმუნდებით, რომ მან მიიღო მოქალაქეობა და უკვე საბუთებიც აქვს, რა თქმა უნდა, მყისიერად შევუწყვეტთ მას საქართველოს მოქალაქეობას

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტისა და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე.

კომენტარები