გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში

მარგველაშვილი: საქართველო გაქრა ნიუ-იორკის და ვაშინგტონის აქტიური რადარებიდან

საქართველო გაქრა აქტიური რადარებიდან, ნიუ-იორკის რადარებიდან, ვაშინგტონის მედია საშუალებებიდან. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს საკითხი დავაბრუნოთ დისკუსიის ფორმატში. ის პოლიტიკური პროცესები, რომლებიც ვითარდება ჩემს ქვეყანაში, საკმაოდ რელევანტურია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. პირველი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ საქართველოზე და მის განვითარებაზე, არის ის, რომ საქართველოს გააჩნია უნიკალური მდებარეობა. საქართველო საკმაოდ პატარაა, მაგრამ თავისი მდებარეობიდან გამომდინარე მნიშვნელოვან სტრატეგიულ როლს თამაშობს. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ ჩინეთის განვითარების თვალსაზრისით, ასევე ვართ ნაწილი აბრეშუმის გზის კონცეფციის. ჩემი ინტერესია, გავაფართოვოთ ჩემი ქვეყნისა და საზოგადოების შესაძლებლობები. 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ში საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გასმოვლისას

კომენტარები