ავღანეთი-აშშ

ავღანეთის ჩრდილოეთით, სტრატეგიულ ქალაქ კუნდუზში შეტაკებები გრძელდება

CNN

ავღანეთის ჩრდილოეთით, სტრატეგიულ ქალაქ კუნდუზში შეტაკებები გრძელდება. ავღანეთის სამთავრობო ჯარები თალიბების მიერ დაკავებული ქალაქის აღებას ცდილობენ. აშშ-ის მიერ განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა მეამბოხეთა მიერ აეროპორტის დაკავება დროებით შეაჩერა.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ საჰაერო იერიშის შედეგად თალიბანის ლიდერი დაიღუპა, თავად თალიბებმა კატეგორიულად უარყვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ NATO-ს შეიარაღებული ძალები უკვე ქალაქის მისადგომებთან იმყოფებიან და მეამბოხეთა წინააღმდეგ ავღანეთის სამთავრობო ჯარებთან ერთად ორგანიზებულ შეტევას გეგმავენ. ქალაქ კუნდუზის აღება 2001 წლის შემდეგ, მეამბოხეების უდიდესი გამარჯვებაა.

კუნდუზის პროვინციაში შეტაკებები აპრილის შემდეგ გახშირდა, რაც თალიბანის მოძრაობა სხვა მეამბოხეებთან გაერთიანდა. ავღანეთის უსაფრთხოების რეგიონულ სტრუქტურაში კუნდუზის პროვინციას განსაკუთრებული ადგილი უკავია.

კომენტარები