სამართალდამცველებმა 1986 წელს დაბადებული გიორგი ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ნაგანის" ტიპის რევოლვერი და 7 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).