კრიმინალი

დიდი ოდენობით ყალბი უცხოური ვალუტის გასაღებისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს

is.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ი.მ. დააკავა. 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები