რუსთავი 2-ის საქმე

პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ჩაიშალა. განმეორებითი რეგისტრაცია მხოლოდ 69 დეპუტატმა გაიარა და კვორუმის არარსებობის გამო, სხდომა ვერ გაიხსნა. ვიცესპიკერ ზვიად ძიძიგურის თქმით, პარლამენტის პლენარული სხდომა შემდგომ კვირას გაიმართება. 

იქამდე, საპარლამენტო უმცირესობის წევრები აცხადებდნენ, რომ უმრავლესობა ყველაფერს აკეთებდა პლენარული სხდომის ჩასაშლელად. ენმ-ის წევრის სერგო რატიანის თქმით, ქართული ოცნების დეპუტატებმა თავი აარიდეს სხდომაზე რუსთავი 2-ის შესახებ განცხადებებს.

კომენტარები