მოვუწოდებ ყველას, მათ შორის საკუთარ თავს, ყველა კანდიდატს, ყველა დელეგატს, აღმასკომს და მის ხელმძღვანელობას, რომ სანამ ბატონი გეგა გობეჯიშვილი არ გათავისუფლდება პატიმრობიდან, მანამდე არ დაიწყოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა. ეს არის ჩემი თხოვნაც, ჩემი მოწოდებაც და ამ მოწოდებაში მე მართალი ვარ. ამიტომაც, მინდა დანარჩენებსაც ვუთხრა, რომ ახლა ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები
არველაძე: მოვუწოდებ ყველას, გობეჯიშვილის გათავისუფლებამდე არ დაიწყოს ყრილობა
tbl.ge/n1f
დაკოპირდა
ფეხბურთის ფედერაციის ყრილობის დელეგატი, გეგა გობეჯიშვილი, რომელიც წუხელ ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით დააკავეს, ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებიათ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ამ დრომდე არ დაწყებულა.
ამავე თემაზე
- დელეგატი: ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე ერთგვარი ვაჭრობა მიდიოდა
- არველაძე: უთანასწორო ბრძოლაში ვიყავი. არაუშავს, გავუძლებ
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა
- სფფ-ის პრეზიდენტობის კანდადატებისთვის ხმის მიცემა დაიწყო
- კალაძე: სფფ-ის არჩევნებში ჩავერევით მხოლოდ ფეხბურთის განვითარებისთვის