ექსპრემიერი ივანიშვილი

პრემიერი: ივანიშვილის დამსახურებით, თაობებს 500 სახეობის ვაზი შემოენახებათ

ჩვენს პატარა მიწაზე, ვაზის კულტურის 500-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა, სხვადასხვა ჯიში არსებობს და მინდა, აქვე განსაკუთრებით აღვნიშნო ბატონი ბიძინა ივანიშვილის წვლილი. მისი დამსახურებაა, რომ ჩვენს მომავალ თაობებს შემოენახებათ 500-ზე მეტი ქართული სახეობის ვაზი. წლების განმავლობაში, როდესაც წინა მთავრობა ფაქტობრივად არ აქცევდა ყურადღებას მეღვინეობის განვითარებას, ბიძინა ივანიშვილმა, საგურამოში, დააფუძნა ულტრათანამედროვე, ჯიღაურას სანერგე მეურნეობა, სადაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი არის ინვესტირებული, შექმნილია თანამედროვე ლაბორატორია და იქ არის 800–მდე სახეობის ვაზის უნიკალური ჯიში, მათ შორის 500-მდე ქართული და 300-მდე ევროპული ჯიშის ვაზის ნერგი. ბატონმა ბიძინამ ეს მეურნეობა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოსცა და მინდა, კიდევ ერთხელ მადლიერებით აღვნიშნო ეს დიდი საქმე

კომენტარები