ჟურნალისტების დევნა ირანში

ამერიკელი ჟურნალისტი ირანის სასამართლომ ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო

ჯეისონ რეზაიანი
Reuters

თეირანის სასამართლომ Washington Post-ის რეპორტიორი ჯეისონ რეზაიანი დამნაშავედ ცნო. 2012 წლიდან რეზაიანი Washington Post-ის თეირანის ბიუროს ხელმძღვანელობდა.

ჯაშუშობის ბრალდებით, რეზაიანი 2014 წელს ცოლთან, რომელიც ასევე ჟურნალისტია და ორ ფოტოჟურნალისტთან ერთად დააკავეს. რეზაიანი ერთადერთია ამ 4 დაკავებულიდან, რომელიც დღემდე ციხეშია.

რეპორტიორს ბრალს სდებენ "მტრულ სახელმწიფოებთან თანამშროლობასა" და "ანტიირანულ პროპაგანდაში". სასამართლოს ოფიციალური წარმომადგენლები განაჩენის დეტალებს არ ახმაურებენ. სავარაუდოდ, მას 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რეზაიანს აპელაციისთვის 20 დღე აქვს. Washington Post-ის წარმომადგენლები განაჩენს უსაფუძვლოს და აბსურდულს უწოდებენ.

კომენტარები