რუსეთი და აშშ

ლავროვი: აშშ-მა უარი თქვა რუსული დელეგაციის მიღებაზე

სერგეი ლავროვი
http://www.dailystar.com.lb/

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, აშშ-მა უარი თქვა მოსკოვის შეთავაზებაზე, გაეგზავნა რუსეთში სამხედრო დელეგაცია.

ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვლადიმირ პუტინმა აშშ-ს სირიაში მოქმედებების უფრო მჭიდრო კოორდინირების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. იდეა ასევე ითვალისწინებდა აშშ-ში რუსეთის სამხედრო დელეგაციის გაგზავნას დმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით.

"ჩვენ გვიპასუხეს, რომ ისინი ვერ მოახერხებდნენ ვერც მოსკოვში დელეგაციის გამოგზავნას და ვერც ვაშინგტონში ჩვენი დელეგაციის მიღებას", - თქვა ლავროვმა.

როგორც ცნობილია, თეთრი სახლისა და პენტაგონის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ რუსეთთან სირიაში მხოლოდ მფრინავების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამართული ტექნიკური კონსულტაციები არ ნიშნავს სამხედრო თანამშრომლობას.

კომენტარები