აქცია რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად

117-ე სკოლის მანდატური განათლების სამინისტროს ზეწოლაში ადანაშაულებს

117-ე სკოლის მანდატური განათლების სამინისტროს ზეწოლაში ადანაშაულებს. ფიქრია შაბურიშვილის თქმით, ერთი კვირის წინ საგანგებოდ მანდატურებისთვის თათბირი ჩაატარეს, სადაც მათ მიიღეს გაფრთხილება, რომ არ წავიდნენ რუსთავი 2-ის მხარდასაჭერ აქციებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ.

"ერთი კვირის წინ დაგვიბარეს მანდატურები, ჩაგვიტარეს თათბირი, რომ 19 ოქტომბრის აქციაზე, რომელიც ტარდება რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად, არ წავიდეთ არცერთი და გარდა ამისა, ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი. სხვა შემთხვევაში ჩვენ გაგავათავისუფლებენ სამსახურიდან."-ამბობს შაბურიშვილი.

სამოქალაქო სექტორი ამ საქმის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაცია რეფორმების ცენტრის წევრ ზვიად კუპრავას თქმით, ეს კონკრეტული შემთხვევა სისხლის სამრთლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

"ჩვენი ორგანიზაცია მოითხოვს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძება აღნიშნულ საქმესთან დაკავშრებით, რადგან ეს კონკრეტული შემთხვევა შეიცავს სისხლის სამრთლის დანაშაულის ნიშნებს და ამაზე გამოძიების არ დაწყება ნიშნავს სტიმულირებას შემდეგისათვის ისევ გაგრძელდეს ზეწოლა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებზე. ამიტომ აუცილებელია დღეს დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი იმ ადამიანების, რომლებიც ახდენენ ზეწოლას სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებზე."-ამბობს კუპრავა. 

შეგახსენებთ, რომ ხვალ თბილისის საქალქო სასამართლოში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ დაწყებული საქმის განხილვა განახლდება. 11 საათზე ტელეკომპანიის მხარამჭერები საქალქო სასამართლოს ეზოში შეიკრიბებიან.

კომენტარები