წამების კადრები

ვაშაძე ფირებზე: ეჭვიც არავის ეპარება, რომ ეს ქართული ოცნების გაკეთებულია

ქართული ოცნება ფაქტობრივად გაკოტრების ზღვარზეა და ეს არის მათთვის ჩვეული სიბინძურე, რომელსაც მათ მიმართეს. არა ის, რომ ხალხს ეკონომიკური წინსვლით რაიმე აჩვენონ, რომ საქმის კეთება შეუძლიათ, არამედ  ასეთი სიბინძუეებით უნდათ ისევ და ისევ ხალხის გონებაზე მანიპულირება მოახდინონ. მათ ეს ერთხელ გამოუვიდათ 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე და ახლა უნდათ რომ იგივე გააკეთონ. ეჭვიც არავის ეპარება, რომ ეს მათი გაკეთებულია.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე გუშინ მედიაში გავრცელებული წამების ამსახველი კადრების შესახებ.

კომენტარები