წამების კადრები

ღარიბაშვილი წამების კადრებზე: ამ კადრების განადგურების უფლება მე არ მქონდა

ეს კადრები არის სწორედ ის კადრები, რომელიც  ჩემი მინისტრობის დროს იქნა აღმოჩენილი, მოგეხსენებათ რომ მე ვიყავი მაშინ მინისტრი როდესაც გამოვიძიეთ ეს ძალიან მძიმე დანაშაული და მართლაც ძალიან ოპერატიულად გავხსენით ეს საქმე. გამოძება დაადგენს თუ როგორ მოხდა ამ კადრების გავრცელება და ა.შ. მაგრამ ძალიან მარტივი საფიქრალია ის, რომ ამ კადრების ძალიან ბევრი ასლიც არსებობდა. თუ როგორ გავრცელდა ეს კადრები შეიძლება მრავალი ვერსია იქნას განხილული, მაგრამ მთავარი არის ის, რომ წინა მთავრობა, სააკაშვილის რეჟიმი ეს იყო, მე აღარ მინდა უბრალოდ ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ კიდევ ერთხელ ნათლად წარმოჩინდა, ეს არის სადისტური რეჟიმი. გამოდიან ე. წ ექსპერტები და ვიღაცები, გამოდიან და იძახიან, პირდაპირ ატყუებენ მოსახლეობას, რომ თითქოს მე დავპირდი ამ კადრების განადგურებას. მე ამის უფლება არ მაქვს, მე არ ვდგავარ კანონზე მაღლა და არც მაქვს მაგის პრეტენზია არასოდეს. ჩვენ გავანადგურეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები ასობით. ეს კადრები როგორ შეიძლება მე გავანადგურო, რა უფლება მაქვს? ეს კადრები ინახება საქმეში.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ მედიაში გავრცელებული წამების ამსახველი კადრების შესახებ.

კომენტარები