წარმოება

საგამომცემლო საქმიანობა წინა წელთან შედარებით 31%-ით გაძვირდა

.news.com.au

ცელულოზა-ქაღალდის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა, 2014 წლის სექტემბერთან შედარებით, 31.5%-ით გაძვირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) ავრცელებს. ფასების ზრდა ქართულ გამომცემლობებსა და ბეჭდურ მედიაზე უარყოფითად აისახება. 

ცელულოზა-ქაღალდის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა დამამუშავებელი მრეწველობის ნაწილია. საქსტატის მიხედვით, დამამუშავებელ მრეწველობაზე წინა წელთან შედარებით ფასები 7.5%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად ამ ქვეჯგუფში ფასებმა მოიმატა რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოებაზე, (28%) ასევე მანქანებისა და მოწყობილობების წარმოებასა (19%) და ხე-ტყის დამუშავებასა და ხის ნაწარმის წარმოებაზე (14%).

საქსტატის ცნობით, 2015 წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 6.4%-ით არის გაზრდილი. 

ზოგიერთ სექტორში წინა წელთან შედარებით ფასების შემცირებაც დაფიქსირდა. ფასები 14 პროცენტით შემცირდა ტექსტილის წარმოებაზე, წინა წელთან შედარებით, ფასები 16%-ითაა შემცირებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე.

კომენტარები