რუსთავი 2-ის საქმე

ბოკერია: ივანიშვილი ამ თავისი პოლიტიკის შედეგად საქართველოს აზიანებს

ივანიშვილს მიაჩნია, რომ აი ასეთი თავხედური, ამაზრზენი ნაბიჯებით შეძლებს, რომ გატეხოს ქვეყნის შიგნით საზოგადოების თავისუფალი ნება და ამავე დროს რაღაცნაირად ეს შეუმჩნეველი დარჩება თავისუფალ სამყაროს. ეს არ მოხდება. არც თავისუფალი ნება გატყდება საქართველოს შიგნით, რამდენადაც არ უნდა ეცადოს და რა თქმა უნდა ეს შეუმჩნეველი არ დარჩება საერთაშორისო თანამეგობრობას და სამწუხაროდ ივანიშვილი ამ თავისი პოლიტკის შედეგად საქართველოს აზიანებს.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მდივანი გიგა ბოკერია, ნიკა გავრამიას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ.

კომენტარები