მე მითხრეს, რომ თითქოს რუსთავი 2-ის მხარდამჭერები, რეალურად კი, ნაციონალური მოძრაობა, სადისტების მხარდამჭერები აპირებენ შეკრებას, ბავშვების მიყვანას და შემდეგ რაღაც პროვოკაციის მოწყობას. მე გაფრთხილებთ ყველას, რომ ნუ წამოეგებით ამ პროვოკაციებს. ბოლო შანსი გაქვთ თქვენ ყველას, ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, თუ კანონს გადავლენ, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა და ადამიანური მოპყრობა მათ ვერ დააფასეს.
tbl.ge/x1
დაკოპირდა
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წამების და სექსუალური ძალადობის შემცველი კადრების გავრცელებაზე.
ამავე თემაზე
- ჯეჯელავა: რუსთავში აჩვენეს უვნებელი კადრები კონგრესიდან და მის ფონზე - ძალადობა
- კობახიძე წამების კადრების ჩვენებაზე: შეიძლება, სწავლების მეთოდიკას უკავშირდება
- კალაძე: კატასტროფაა ბავშვებს აყურებინო ციხეებში ადამიანების გაუპატიურება
- კვირიკაშვილი: კადრების საჯარო ჩვენებას ჩემი პრემიერობის პირობებში ვეღარ ნახავთ
- პრემიერი: ჩვენ ვართ იმაზე ძლიერი სახელმწიფო, ვიდრე ვიყავით სამი წლის წინ