რუსთავი 2-ის საქმე

ვოლსკი: კარგი იქნება, პრეზიდენტმა ერთხელ მაინც გააკეთოს ადეკვატური განცხადება

თუკი პრეზიდენტი თვლის, რომ რაღაც განცხადებებმა დაძაბულობა მოიტანა, კარგი იქნება ერთხელ მაინც ადეკვატური განცხადება გააკეთოს იმ პათოსით, რომ დაძაბულობა მოხსნას. თუ თვლის, რომ დაძაბულობის მომტანი განცხადებებია გაკეთებული, მაშინ თავად გააკეთოს ისეთი განცხადება, რომელიც ვითარების სტაბილიზაციისკენ იქნება მიმართული. არ არის საჭირო ისეთი თემებზე კრიტიკული განცხადებების გაკეთება, რომელიც არათუ ხსნის, არამედ კიდევ ახალი დაძაბულობის კერას ქმნის. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ვითარებასთან შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა არ გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე.

კომენტარები