წამების კადრები

გურჩიანი: პრემიერის განცხადება იყო დანაშაულებრივი, ძალადობისკენ მოწოდება

წამების ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრის დღევანდელი რეაქცია იყო აბსოლუტურად შოკში ჩამგდები. ადეკვატურობის შეფასებაზე ზედმეტია ლაპარაკი, ეს იყო დანაშაულებრივი, პირდაპირ ძალადობისკენ მოწოდება. ამიტომაც, მე ვიტყოდი იმას, რომ ეს ხელისუფლება არამხოლოდ დეზორიენტირებულია და არამხოლოდ საშიშ სვლებს აკეთებს, როგორიც არის, მაგალითად, რუსული რბილი ძალისთვის სრული ასპარეზის მიცემა, გაზპრომთან მოლაპარაკებების ჩათვლით, არამედ, დღეს ამ ხელისუფლებამ რაც გააკეთა, ჩემი აზრით, იყო ძალიან სარისკო რაღაც, რაც იყო ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდება, ამიტომ, ადეკვატურობაზე ზედმეტია ლაპარაკი.

იურისტი თამარ გურჩიანი ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები