17 მაისი

17 მაისის საქმეზე გამართლებული სასულიერო პირი: პორნოვიზიასთან საქმე არ მაქვს

ნეტგაზეთი

"პორნოვიზიასთან საქმე არ მაქვს", - ასე უპასუხა ჟურნალისტებს 2013 წლის 17 მაისის საქმეზე გამართლებულმა სასულიერო პირმა იოთამ ბასილაიამ და სასამართლო შენობა დატოვა.

დღეს, 2013 წლის 17 მაისის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირი იოთამი, იგივე ირაკლი ბასილაია და მასთან ერთად ბრალდებულები სასამართლომ სრულად გაამართლა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა მიიღო.

ბრალდებულების წინააღმდეგ გამოძიება 161-ე მუხლით იყო დაწყებული, რაც გულისხმობს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლას - ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

17 მაისის აქციაზე თავდაპირველად ხუთი პირი მისცეს პასუხისგებაში, შემდეგ ერთ-ერთ სასულიერო პირზე, მამა ანთიმოზზე, სამართალწარმოება შეწყდა.

კომენტარები