NATO - რუსეთი

პუტინი: ჩვენს საზღვრებთან NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოახლოება გვაშფოთებს

RIA Novosti

"ვალდაის" სადისკუსიო კლუბის სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ NATO სამხედრო ბლოკია და მისი ინფრასტრუქტურის მოახლოება რუსეთს აშფოთებს.

"განა ჩვენ წინააღმდეგი ვართ ჩვენს საზღვრებთან დემოკრატიის მოახლოების? თქვენ რა, დემოკრატიაში NATO-ს ჩვენს საზღვრებთან მოახლოებას გულისხმობთ? ეს დემოკრატიაა? NATO სამხედრო ბლოკია. ჩვენ არა დემოკრატიის, არამედ NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება გვაშფოთებს", - თქვა პუტინმა.

"ვალდაის" საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის შემაჯამებელ სხდომაზე პრეზიდენტმა პუტინმა ასევე ისაუბრა სირიისა და უკრაინის კონფლიქტებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე.

კომენტარები