წამების კადრები

ივანიშვილი: მიუღებელია წამების კადრების ჩვენება

შინაარსობრივად იქ საუბარიც კი ზედმეტია, საშინელებაა, იქ რაც ხდება, როგორც ხდება და საერთოდ ძალიან ცუდია, რომ საზოგადოება ამას უყურებს, ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ეს ფსიქიკაზე, იქ ადამიანები ხშირად იდენტიფიცირებას განიცდიან, როდესაც უყურებენ ესეთ საშინელებებს და, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი რომ ესეთი კადრები საჯაროდ ხელმისაწვდომი ხდებოდეს და ძალიან ცუდია, რომ ამას უყურებენ ხშირად მოზარდები და საერთოდაც, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ეს ძალიან დიდი სტრესია. ყველაზე ცუდი კი მაინც ისაა, რომ ვინ მოახერხა და გააკეთა ეს, ყველანაირ დამნაშავეს შეიძლება ეპატიოს რაღაც, მკვლელს შეიძლება აპატიო, მაგრამ აი მწამებელს... თუ თვითმმართველობის წევრები და საჯარო პირები იღებენ ამ ჩვენებიბს ორგანიზებაში მონაწილეობას, ეს მიუღებელია და მათ მაქსიმალური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ჩემი აზრით, საერთოდ მიუღებელია ამ კადრების ჩვენება, რა თქმა უნდა, ყველაზე მიუღებელია ის, რაც გააკეთეს და რაც ხდებოდა, მაგრამ ეს კადრები ფსიქიკას არღვევს, თუმცა, ნუ დაგვავიწყდება ის მონაწილეები, რა დღეში იყვნენ და რა დღეში ჩაყარეს.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები