წამების კადრები

ივანიშვილი: იმედი მაქვს, წამების კადრების გამავრცელებელი პასუხს აგებს

ვინც გაავრცელა ეს [წამების] კადრები, იმედი მაქვს, მას დაეკისრება პასუხისმგებლობა გამოძიების შემდეგ. თუ არის საზოგადოებაში ეჭვი, რომ შეიძლება, ამაში მონაწილეობდეს მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი და მე ეს ეჭვი არ მაქვს, მაგრამ ვიზიარებ, თანავუგრძნობ იმ საზოგადოებას, ვისაც ეს ეჭვი აქვს და ეს ეჭვი უნდა გაქარწყლდეს. მე მოვიყვანე მაგალითი ჩემს ინტერვიუში, როგორ მკაცრად განვსაჯეთ ჩვენ, ჩვენი გუნდის წევრი, როდესაც ნაციონალური მოძრაობის მიერ გადაღებული კადრი გაავრცელა გელა ხვედელიძემ, იგივეს მიიღებს ნებისმიერი წევრი, თუ ვინმე არის გარეული ამ გავრცელებაში.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები