თბილისის და იმერეთის რეგიონის ნაწილს დღეს დენის მიწოდება დროებით შეუწყდება

თბილისის და იმერეთის რეგიონის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას თელასი და ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებენ.

კომპანია თელასის ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე, ელექტრომომარაგება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მუშტაიდის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ცაბაძის ქუჩის, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ავეჯის კომბინატის დასახლების, ჯავახეთის, ქინძმარაულის, ქინქლაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს შეუწყდება. 11:00-დან 13:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირს, ხოშარაულის, გორის, ძმები ფიფიების, შანავას, ქურდიანისა და ცაბაძის ქუჩებს. 

10:00-დან 16:00 საათამდე, საბურთალოს რაიონში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება პეკინის გამზირის, გამსახურდიას, საბურთალოს, ჭაბუკიანის, ხვიჩიას, კოსტავას, ალექსიძის, აფაქიძის, კვერნაძის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს, ასევე, ჩიტაიას, ჩანჩიბაძისა და საბჭოს ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00-დან 17:00 საათამდე, ელექტრომომარაგება შეუწყდება დიდი დიღმის III მიკრორაიონს, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩებს, გარდაბნის გზატკეცილს, კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირს (ნაწილობრივ), დოლაბაურის, ბოჭორმის, რაზიკაშვილის, სამრეკლოს, გუმბრის, ახალუბნის, საინგილოს, ოძისისა და შაქრიანის ქუჩებს. ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირს (ნაწილობრივ).

11:00-დან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება სარაჯიშვილის და ილორის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11:00-დან 18:00 საათამდე - ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მცხოვრებლებს, 11:00-დან 16:00 საათამდე - ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის მცხოვრებლებს, ხოლო 11:00-დან 17:00 საათამდე მუხიანის IVბ მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

რაც შეეხება იმერეთის რეგიონს, ენერგოპრო-ჯორჯიას ინფორმაციით, ძევრულას ჰიდროელექტროსადგურზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება 15:00-დან 17:00 საათამდე ეტაპობრივად შეეზღუდება: დაახლოებით 24 800 აბონენტს მთლიანად ქ. ჭიათურაში და ჭიათურის რაიონში. 18 000 აბონენტს ქ. საჩხერეში და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში. დაახლოებით 12 500 აბონენტს ქ. თერჯოლაში და სოფლებში: ახალთერჯოლა, ალისუბანი, რუფოთი, ახალთერჯოლა, ჩხარი, ძევრი, გოგნი, სიქთარვა, ღვანკითი, ზოვრეთი, ბარდუბანი, ქვედა და ზედა სიმონეთი, საზანო, სკანდე, თუზი, ქვაციხე, ბიღა, ვარდიგორა.

კომენტარები