შუალედური არჩევნები 2015

გიორგიწმინდაში, საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდის #20 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

დღეს გიორგიწმინდის # 20 უბანზე დაპირისპირება შუალედურ არჩევნებში საგარეჯოს მაჟორიტარობის ორი კანდიდატის "ქართული ოცნებიდან" თამარ ხიდაშელისა და "პატრიოტთა ალიანსიდან" ირმა ინაშვილის საარჩევნო შტაბების წარმომადგენლებს შორის მოხდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

კომენტარები