შუალედური არჩევნები 2015

ცესკო: 14 უბნის შედეგები - თამარ ხიდაშელი 1377 ხმა, ირმა ინაშვილი - 1336

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 14 უბნის შედეგებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საგარეჯოში ქართული ოცნების კანდიდატი თამარ ხიდაშელი ლიდერობს. მას 1377(48.53%) ხმა აქვს, ხოლო პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილს კი 1336(47.09%). დასათვლელი კიდევ 36 უბანია.

დანარჩენ პოზიციებზე კი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები არიან - გიორგი დავითაია 67(2.36%), მიხეილ ანდღულაძე 42(1.48%) და ზურაბი ჯორბენაძე 15(0.52%)

მარტვილში კი 39 საარჩევნო უბნიდან 25-ია დათვლილი. მმართველი კოალიციის კანდიდატ სოსო დანელიას ხმათა 70.68%(5934) აქვს მიღებული, პატრიოტთა ალიანსიდან ეთერ მეძველიას კი - 29.31%(2461).

რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, დმანისის, ვანისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქებში, წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, მზია ნინიაშვილმა(100%), რაული ძაგნიძემ (69.11%) და მელორი გელანტიამ(73.44%) გაიმარჯვეს.

კომენტარები