შუალედური არჩევნები 2015

ცესკო: 18 უბნის შედეგები - თამარ ხიდაშელი 1905 ხმა, ირმა ინაშვილი - 1880

თამარ ხიდაშელი, ირმა ინაშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 18 უბნის შედეგებით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში საგარეჯოში ქართული ოცნების კანდიდატი თამარ ხიდაშელი ლიდერობს. მას 1905(48.22%) ხმა აქვს, ხოლო პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილს კი 1880(47.59%). დასათვლელი კიდევ 32 უბანია.

დანარჩენ პოზიციებზე კი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები არიან - გიორგი დავითაია 89(2.25%), მიხეილ ანდღულაძე 57(1.44%) და ზურაბი ჯორბენაძე 19(0.48%)

მარტვილში კი 39 საარჩევნო უბნიდან 31-ია დათვლილი. მმართველი კოალიციის კანდიდატ სოსო დანელიას ხმათა 71.49 %%(7448) აქვს მიღებული, პატრიოტთა ალიანსიდან ეთერ მეძველიას კი - 28.5%(2969).

რაც შეეხება საკრებულოს შუალედურ არჩევნებს, დმანისის, ვანისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქებში, წინასწარი მონაცემებით, ქართული ოცნების წარმომადგენლებმა, მზია ნინიაშვილმა(100%), რაული ძაგნიძემ (69.11%) და მელორი გელანტიამ(73.44%) გაიმარჯვეს.

კომენტარები