რეკლამა

1000 ბონუსქულა საჩუქრად - Express Card-ის განვადებით სარგებლობის შემთხვევაში

ExpressBank-ი მომხმარებელს, რომელიც 30 ნოემბრის ჩათვლით Express Card-ზე დამტკიცებული Express განვადებით ისარგებლებს, საჩუქრად გადასცემს 1000 Express ბონუსქულას. ამასთან, მას, ვისაც ჯერ არ აქვს Express Card, 30 ნოემბრის ჩათვლით შესაძლებლობა აქვს, უფასოდ აიღოს ბარათი, როგორც Express Bank-ის სერვისცენტრებში, ასევე Express განვადების პარტნიორ ობიექტებში.

Express განვადებით სარგებლობისთვის მომხმარებელს შეუძლია, მიმართოს პარტნიორ სავაჭრო ობიექტებს. Express განვადების პირობებია: ლიმიტი 1,000 ლარამდე, ვადა 2-დან 24 თვემდე, საპროცენტო განაკვეთი - 0% უპროცენტო განვადების შემთხვევაში და 1.9% სტანდარტული განვადებისას. Express Card-ზე დამტკიცებული ლიმიტის გამოყენებას მომხმარებელი პარტნიორ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ნებისმიერ დროს შეძლებს. პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი მოცემულია ვებგვერდზე: www.ganvadeba.com

მომხმარებელს ყველაზე მარტივი საბანკო მომსახურების მიღება, საქართველოს მასშტაბით ExpressBank-ის 100-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია. Express Bank-ის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ყოველ თვე ისარგებლოს ახალი, უნიკალური შეთავაზებით. დამატებითი ინფორმაციისთვის ExpressBank-ის მომსახურების შესახებ, ეწვიეთ: www.ebank.ge

კომენტარები