კრიმინალი

წინამძღვრიშვილზე ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს - წაღებულია დიდი ოდენობით თანხა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია დიდი რაოდენობით თანხა. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ბანკის ფული მიჰქონდა საინკასაციო მანქანას.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

კომენტარები