ეროვნული უსაფრთხოება

პენტაგონი რუსეთს: არაფერი შეგეშალოთ, რადგან ამერიკა დაიცავს მოკავშირეებს

Reuters

პენტაგონი ეძებს გზებს კრემლის აგრესიის შესაჩერაბლად და ამერიკის მოკავშირეების დასაცავად - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა, კალიფორნიაში, უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი მსოფლიო წესრიგისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

"რუსეთი არღვევს უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტს და აქტიურად ცდილობს ბალტიისპირეთის ქვეყნების დაშინებას. ამასთანავე, სირიაში ნავთს ასხამს ისედაც საშიშ ცეცხლზე, ახანგრძილვებს სამოქალაქო ომს და აღვივებს ექსტრემიზმს. პარალელურად კი ამტკიცებს, რომ თითქოს ექსტრემიზმის წინააღმდეგია.

ზღვაში, ჰაერში, კოსმოსში და კიბერსივრეშიც კი რუსები ჩართულები არიან პროვოკაციულ ქმედებებში, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, მოსკოვის ბირთვული მუქარა კითხვებს აჩენს, თუ რამდენად ერთგულნი არიან რუსი ლიდერები სტრატეგიული სტაბილურობის მიმართ, რამდენად იცავენ ისინი ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ დადგენილ ნორმებს. ჩვენ არ ვეძებთ ცივ ომს, არ გვსურს რუსეთი მტრად ვაქციოთ, მაგრამ არაფერი შეგეშალოთ, რადგან ამერიკა დაიცავს, როგორც საკუთარ ინტერესებს, ასევე მოკავშირეებს" - განაცხადა კარტერმა.

კომენტარები