რუსთავი 2-ის საქმე

გოცირიძე: გამოხატვის თავისუფლება შეიძლება, შეიზღუდოს, ეს თუ არ იცით, ისწავლეთ

თუ აქამდე არ გაცნობილხართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლს, იქ წერია, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება, შეიზღუდოს და ეს თუ არ იცით, ისწავლეთ... ამ [ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინება] დასაბუთებასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი ყალბია. გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად საკუთრების უფლება არანაკლები უფლებაა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ევა გოცირიძის აზრით, ლეგიტიმური არგუმენტია ის, რაც მედიის შინაარსის შესახებ მოსამართლე ურთმელიძემ 5 ნოემბრის განჩინების დასაბუთებაში დაწერა. კომენტარს ლიბერალი ავრცელებს.

კომენტარები