რუსთავი 2-ის საქმე

ნაცვლიშვილი: მედიის როლი არ არის მოსამართლის შესაფასებელი საკითხი

ძალიან არასწორი და ძალიან არაევროპული მიდგომაა, როდესაც პრობლემაში კი არ ხედავენ პრობლემას, არამედ იმ ადამიანებში, ვინც პრობლემებზე საუბრობს. თვით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, როდესაც ბალანსი არის გასავლები კერძო ინტერესსა და საჯარო ინტერესს შორის, ძალიან მკაფიო უპირატესობას ანიჭებს საჯარო ინტერესს. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს საკუთრების უფლება უნდა შეილახოს, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ურთმელიძემ განჩინებაში ჩაწერა, რომ რუსთავი 2 ვერ ასრულებს იმ როლს, რომელსაც მედია უნდა ასრულებდეს დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ ეს არ არის მოსამართლის შესაფასებელი საკითხი, ამაზე უნდა იმსჯელოს მაყურებელმა.

საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის საბჭოს წევრის ევა გოცირიძის განცხადებაზე. გოცირიძის აზრით, ლეგიტიმური არგუმენტია ის, რაც მედიის შინაარსის შესახებ მოსამართლე ურთმელიძემ 5 ნოემბრის განჩინების დასაბუთებაში დაწერა.

კომენტარები