საარჩევნო სისტემა

ფოფხაძე: ჩემი ნება რომ იყოს, არც 2020 წელს არ გავაუქმებდი მაჟორიტარულ არჩევნებს

ეს ძალიან პრინციპული საკითხია, ზოგადად. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, არც 2020 წელს არ გავაუქმებდი მაჟორიტარულ არჩევნებს. ზოგადად ამ საარჩევნო სისტემის მომხრე ყოველთვის ვიყავი და მიმაჩნია, რომ ეს არის უფრო დემოკრატიული. ამომრჩეველი, რომელიც ხედავს სახელს და გვარს, არის უფრო თავისუფალი და პირდაპირი.

საპარლამენტო უმრავლესლობის წევრი გედევან ფოფხაძე საარჩევნო სისტემაზე. ცნობისთვის, 12 პარტიის მიერ შეგროვებული ხელმოწერები დღეს პარლამენტში შევა. არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ, დაიწყოს მსჯელობა საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე.

კომენტარები