რუსთავი 2-ის საქმე

გოცირიძე: სამართლებრივი საკითხების თოქშოუებში განხილვა საქმისთვის საზიანოა

მე გადაწყვეტილების სამართლებრივ საკითხს ვერ შევეხები, რამდენადაც ამ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის, იგი გაგრძელდება. კიდევ ორი სასამართლო ინსტანცია არის წინ, მათ შორის კოლეგიური განხილვებისა, შემდგომ ასევე შესაძლებელი იქნება საქმის გასაჩივრება სტრასბურგის სასამართლოში და მე ვფიქრობ, რომ მხოლოდ სასამართლო არის ის ორგანო, სადაც სამართლებრივი საკითხები უნდა წყდებოდეს, და არა თოქშოუებში და სხვა ასეთ ადგილებში. ეს არის ძალიან დამაზარალებელი პროცესი, რომელიც აზიანებს საკუთრივ ამ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელებას და სამწუხაროა, რომ საზოგადოება ამას ვერ ხვდება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძე რუსთავი 2-ის საქმეზე

კომენტარები