რუსთავი 2-ის საქმე

გოცირიძე ჩერგოლეიშვილს: ზედაპირულად ეცნობოდით სტრასბურგის გადაწყვეტილებებს

მართლმსაჯულების პრესტიჟი და ავტორიტეტი ნამდვილად გახლავთ საჯარო ინტერესი რომლის დასაცავადაც შეიძლება შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. მე დაგისახელებთ ბევრ პრეცედენტს. სადაც მოსამართლეების წრეგადასულ ლანძღვასთან იყო დაკავშირებული მართლაც იქნა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. მაგალითად რიკო სლოვაკიის წინააღმდეგ. მოსამართლის კრიტიკა სასამართლოს მიუკერძოებულობის დასაცავად იქნა შეწყნარებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ. ნახეთ, ქალბატონო თამარ, საკვირველია, თქვენ თვითონაც მუშაობდით სტრასბურგის სასამართლოში. სამწუხაროა, ძალიან ცუდია, რომ შეგრცხვათ, რაც მოისმინეთ, იმიტომ, რომ თქვენ არ იცნობთ ამ სასამართლოს და ეტყობა ძალიან ზედაპირულად ეცნობოდით ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე გადაცემა არჩევანში ეხმაურება ტაბულას დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის მოწოდებას, დაესახელებინა ის ფაქტები, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება

კომენტარები