საქართველოს მოქალაქეობა

მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა სავარაუდოდ, დეკემბერში შეუწყდება

მიხეილ სააკაშვილი
UNIAN

ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა სავარაუდოდ დეკემბერში შეუწყდება. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ოდესის გუბერნატორს შესაბამისი წერილი უკვე ჩაბარდა. მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას დეკემბრის პირველ რიცხვებში წარუდგენენ. 

"მიხეილ სააკაშვილს ჩვენი წერილი ჩაბარდა რამდენიმე დღის წინ ოდესაში. აქედან აითვლება 4-კვირიანი ვადა, იმისთვის, რომ მან, როგორც ეს არის ქართული კანონით დადგენილი წესი, მხარის, თავისი პოზიცია წარმოადგინოს ამ საკითხთან დაკავშირებით. დეკემბრის პირველ რიცხვებში ჩვენ უკვე მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ დასკვნას წარვუდგენთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას", - თქვა წულუკიანმა.

კომენტარები