კრიმინალი

შსს: სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 239 საქმიდან გახსნილია - 5

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტების 239 ფაქტი დაფიქსირდა. აქედან საგამოძიებო უწყებებმა მხოლოდ 5 საქმე გახსნეს (გახსნის მაჩვენებელი 2.09%). 

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების შემთხვევები და, შესაბამისად, სსკ-ის 333-ე მუხლით დაწყებული გამოძიებების რაოდენობა გასული წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, 69.5%-ით არის გაზრდილი (+98 შემთხვევა). გასული წლის ათ თვეში ამ მუხლით გათვალისწინებული 141 დანაშაული დაფიქსირდა, აქედან გახსნილია 9 საქმე (გახსნის მაჩვენებელი 6.38%).

კომენტარები