პარიზის ტერაქტი

სერგეი ლავროვი: დასავლეთმა ასადის მიმართ პოზიცია უნდა შეიცვალოს

სერგეი ლავროვი
http://www.dailystar.com.lb/

რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ "ისლამურ სახელმწიფოსთან" კოალიციურად ბრძოლა სურს, დასავლეთმა ბაშარ ალ-ასადის მიმართ პოზიცია უნდა შეიცვალოს. ლავროვი იმედოვნებს, რომ პარიზის ტერაქტი და რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება დასავლეთის ქვეყნების პოზიციის შეცვლას გამოიწვევს.

"ვიმედოვნებ, ამ საშინელი ტერორისტული აქტების შემდეგ დასავლელი კოლეგები თავიანთ პოზიციას შეიცვლიან, რათა რეალურად შევძლოთ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთისთვის სირია ახლო აღმოსავლეთში ყველაზე ახლო პარტნიორია. ოფიციალურმა მოსკოვმა უკვე არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სირიელმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ასადის გადადგომა.

კომენტარები