ტერორიზმი

მალიში, სასტუმრო რედისონში 138 ადამიანი ჯერ კიდევ მძევლად ჰყავთ აყვანილი

bbc.com

CNN-ის ცნობით, ბამაკოს ცენტრში მდებარე სასტუმრო Radisson Blu Hotel-იდან მძევლების გათავისუფლების ოპერაციაში აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალებიც მონაწილეობენ.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ 125 სტუმარი და 13 თანამშრომელი ჯერ კიდევ შენობაში რჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას სასტუმროს მფლობელები ავრცელებენ.

პარალელურად, მალის საზოგადოებრივი მაუწყებელი ORTM სასტუმროდან მძევლების გამოყვანის კადრებს ავრცელებს.

მალის შინაგან საქმეთა მინისტრის, სალიფ ტრაორეს, თქმით, სპეცდანიშნულების ძალებმა 30 მძევლის გათავისუფლება შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ მალიში, ამერიკულ სასტუმროში, შეირაღებულმა პირებმა 170 ადამიანი აიყვანეს მძევლად.

კომენტარები