ტერორიზმი

მალის სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად ყველა მძევალი გათავისუფლდა

theguardian.com

მალის ოფიციალური პირების განმარტებით, სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტების მიერ დაკავებული მძევლები გათავისუფლებულები არიან. მათივე თქმით, დაღუპულია მინიმუმ სამი ადამიანი, დაჭრილია კი 2. 

გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი, ჯოფრი დიუდონი, ბელგიის პარლამენტის წევრი იყო.

მძევლების გადარჩენის ოპერაციაში მალელებს ამერიკის სპეციალური დანიშნულების ძალებიც ეხმარებოდა. ადგილზე განლაგებული იყო საფრანგეთის სპეციალური ძალებიც. 

როიტერის ცნობით, მალის ტერაქტზე პასუხისმგებლობა აფრიკულმა ჯიჰადისტების ჯგუფმა "ალ-მურაბიტუნ"მა აიღო, რომელიც ალ-კაიდასთან არის დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ 20 ნოემბერს მალის დედაქალაქ ბომაკოში, სასტუმრო რედისონში, შეირაღებულმა პირებმა 170 ადამიანი აიყვანეს მძევლად.

კომენტარები