საგაზაფხულო სამუშაოები

პრემიერი: საგაზაფხულო სამუშაოებს მოსახლეობისთვის 2016 წელსაც უფასოდ ჩავატარებთ

მოგეხსენებათ, ჩვენ გვქონდა სამწლიანი პროგრამა. ეს არის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა. ჩვენ გადავწყვიტეთ მეოთხე წელსაც გავაგრძელოთ. ანუ 2016 წელს გაგრძელდება ეს პროგრამა. ჩვენ უფასოდ ჩავატარებთ საგაზაფხულო სამუშაოებს მოსახლეობისთვის. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მეწარმეების დახმარებას. აგროკრედიტის ფარგლებში გაგრძელდება აგროდაზღვევის პროგრამაც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები