ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შეფასებით, ანტითურქული პროპაგანდის საპირისპიროდ მოსახლეობას უნდა ახსოვდეს, რომ თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორია.
"როდესაც სამარცხვინო ანტითურქულ პროპაგანდას გადავაწყდებით გვახსოვდეს:
- თურქეთი არის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი (2 მილიარდ დოლარზე მეტი, 2014 წელს)
- თურქეთის წილი ტურიზმში არის 25% ზე მეტი (1,5 მილიონი ვიზიტორი)
- თურქეთი არის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტორი, განსაკუთრებით ენერგეტიკაში.
- თურქეთი არის ჩვენი სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის პოტენციალის გამოყენების მთავარი შემადგენელი ნაწილი.
- თურქეთიდან გზავნილების ზრდის ტემპი არის ერთერთი ყველაზე მაღალი.
- თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პოლიტიკური მოკავშირე.
- თურქეთი არის ერთადერთი ჩვენი მოსაზღვრე ნატოს წევრი ქვეყანა.
- თურქეთი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის უპირობო მხარდამჭერი
- თურქეთში უფრო მეტი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს ვიდრე სადმე სხვაგან, მათ შორის საქართველოში
- თურქეთთან გვაქვს გამარტივებული უვიზო მიმოსვლა." - წერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
ანტითურქული პროპაგანდის შესახებ კომენტარი საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმაც გააკეთა. გუმრუქჩუ ამბობს, რომ მისთვის გაურკვეველია მაგალითად საიდან მოდის ისეთი ხმები თითქოს თურქეთი აჭარის შეერთებას გეგმავს.