თბილისის გზები

მერია 11:00-დან 18:00-მდე პეკინის ქუჩას გადაკეტავს

panoramio.com

გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაციის გამო, დღეს დილის 11:00-დან 18:00-მდე პეკინის ქუჩა გადაიკეტება, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დღესვე 23:00-დან გზის რეაბილიტაციის გამო გადაიკეტება ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი.

"თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური აგრძელებს პეკინის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების განხორციელებას, რომლის ფარგლებში 6 დეკემბერს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე გადაიკეტება და საავტომობილო მოძრაობა სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება ზ. ჟვანიას სახელობის მოედნიდან ეროვნულ არქივამდე არსებულ მონაკვეთზე.

6 დეკემბერს, 23:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირზე (კუს ტბის ასახვევიდან ბაგების მიმართულებით). პროექტი ითვალისწინებს ჭავჭავაძის გამზირისა და წყნეთის გზატკეცილის დამაკავშირებელი მონაკვეთის კაპიტალურ შეკეთებას. საცობების თავიდან აცილების მიზნით, საგზაო სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება. გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება." - წერია მერიის განცხადებაში

კომენტარები