გამწვანება

ნარმანია: დღეის მდგომარეობით, 480 ათასი ხე გვაქვს დარგული

გამწვანების თვალსაზრისით ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ და ერთი მილიონი ხის პროგრამის ფარგლებში ახლა უკვე, დღეის მდგომარეობით, 480 ათასი ხე გვაქვს დარგული. 1 მილიონ კვადრატულ მეტრამდე გზა დაიგო და ამ გზის ძირითადი ნაწილი არის კაპიტალური სამუშაოები ანუ მყარად გაკეთებულია გზები, რომელიც წლების განმავლობაში მოემსახურება საზოგადოებას. ისევე როგორც, გამოვცადეთ თბილისში არსებული ყველა ხიდი და იქ, სადაც იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა ხიდებისა და იყო ავარიული ხიდები, ორ მათგანზე მუშაობა უკვე დასრულებულია, ხოლო სამ ხიდზე მუშაობა მიმდინარეობს და ამით ხიდებზე პრობლემები მოიხსნება.

თბილისის მერი დავით ნარმანია.

კომენტარები