პატიმრების შეწყალება

უსუფაშვილი: შეწყალების თემაზე საუბარმა აჩვენა, რომ ზედმეტი არც სიყვარული ვარგა

მე მგონი, ჩვენ გარკვეულწილად ვიხილეთ დემონსტრირება იმისა, რომ ზედმეტი არაფერი არ ვარგა, მათ შორის, შესაძლოა, სიყვარულიც. პატრიარქისადმი მოწიწება და სიყვარული ძალიან დიდია საზოგადოებაში და ეს მხოლოდ კარგია. იმდენად გვაკლია როგორც ჩანს სიყვარული და იმდენად დეფიციტია, რომ ვისაც დიდ პატივს ვცემთ, მერე მის ნათქვამზე ემოციები გვეუფლება ხოლმე. პოლიტიკოსებიც ადამიანები ვართ ხანდახან, შეწყალებაზე ვსაუბრობთ და მოდი მივუტევოთ ყველას, ვისაც მყისიერი, შესაძლო არცთუ ბოლომდე გააზრებული რეაქცია ჰქონდა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პატრიარქის ინიციატივის შესახებ პოლიტიკოსების ნაწილის განცხადებაზე. ცნობისთვის, მინისტრების და დეპუტატების ნაწილი ამბობდა, რომ პატიმრების შეწყალების უფლება პატრიარქსაც უნდა ჰქონდეს.

კომენტარები