პატიმართა შეწყალება

კურტანიძე პატრიარქის განცხადებაზე: სიყვარულით იყო ნათქვამი

ვფიქრობ, რომ ქართველები უნდა დავფიქრდეთ, სანამ ერთი მეორეს გავკიცხავთ, მანამდე მოვუსმინოთ და შემდეგ ვიმსჯელოთ იმაზე, რაც უსაყვარლესმა ადამიანმა, ერის მოძღვარმა თქვა. რადგან ეს იყო სიყვარულით ნათქვამი პატრიარქისგან, თითოეულ ჩვენთაგანს დაებადა ის ემოცია, რომელი ემოციითაც პატრიარმა თქვა ის, რაც განაცხადა. შეწყალების კომისიაში არიან ადამიანები, ვახსენე ბატონი ზვიად ქორიძე, ასევე ალეკოც იყო ამ შეწყალების კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და თუ თითოეულ მათგანს აქვს ადამიანების შეწყალებაზე უფლება, თავისი სიტყვა თქვას, რატომაც არა, თავისი სიტყვა თქვას და სურვილი ჰქონდეს პატრიარქს, შეიწყალოს. თუნდაც ეს იყოს სიყვარულით ნათქვამი. დღეს ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას და საზოგადოებამ ამ ძალიან მძიმე ბრალდებებზე პასუხები უნდა მიიღოს. ბატონ ალეკოს წლებია ვიცნობ, რადგან ამბობს და აჟღერებს ბრალდებებს, ამ ფაქტების მტკიცებულება ალბათ აქვს. ვფიქრობ, პროკურატურას მიაწვდის ინფორმაციას და საზოგადოებაც მიიღებს პასუხებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე პატრიარქის განცხადებაზე პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით

კომენტარები