საახალწლო ილუმინაციები

მერია: დღეს, 17 საათსა და 38 წუთზე თბილისი საახალწლოდ განათდება

amerikiskhma.com

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს, 17:38 საათზე თბილისი საახალწლოდ განათდება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, წელს ცენტრალური ქუჩები - რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი და კოსტავას ქუჩა სრულად ახალი დიზაინით და ილუმინაციებით მოირთო. უკვე არსებული ილუმინაციები კი, რომელთა აღდგენაც მოხდა, ქალაქის სხვადასხვა უბანში გადანაწილდა.

"ასევე, ახალი ნაძვის ხით ხვდება საქართველოს დედაქალაქი ახალ 2016 წელს. 22 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით არის მორთული. ნაძვის ხის ანთება უკვე ტრადიციად იქცა, წელს დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 19 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.

საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების, ახალი ნაძვის ხისა და მისი მორთულობის შესყიდვის მიზნით, თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. საახალწლო ილუმინაციების ტენდერში კომპანია - შპს "ნუკო+"-მა გაიმარჯვა და ღირებულება 748 000 ლარით განისაზღვრა. საახალწლო ნაძვის ხის ტენდერში გამარჯვებული შპს "ჯეო სტრიმი" გახდა და ღირებულებამ 175 573 ლარი შეადგინა, ხოლო თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის მონუმენტის განათებისა და მორთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის "გმმ ჯგუფის" მომსახურება 33 990 ლარის ოდენობით განისაზღვრა", - წერია მერიის განცხადებაში.

კომენტარები